DRAMA LAB

"ნამდვილი ძიება მაშინ იწყება, როცა ადამიანი შეიგნებს, რომ მან თვითონ უნდა აღმოაჩინოს უკვე აღმოჩენილი, იაროს აღმოჩენისკენ ნაბიჯ- ნაბიჯ..
ვიდრე იგი არ იქცევა საკუთარი გამოცდილების ჭეშმარიტებად".
პიტერ ბრუკი
„დრამის ლაბორატორია - Drama Lab” - ის დაფუძნების იდეა სამსახიობო ხელოვნების სფეროში არსებულმა საჭიროებამ განაპირობა. კერძოდ, დღესდღეისობით საქართველოში არ არსებობს დამწყები მსახიობებისთვის კომპლექსურად შემსწავლელი სამსახიობო ხელოვნების სივრცე, შესაბამისად, სამსახიობო ხელოვნებაში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას დამწყები მსახიობების ცოდნის/უნარების და, რაც მთავარია, თანამედროვე ბაზარზე არსებული მოთხოვნების მკვეთრი აცდენა განაპირობებს.
„Drama Lab“-ში ახალგაზრდებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინონ საჭირო უნარები კარიერის განსავითარებლად.
ჩვენი მეთოდოლოგია დაფუძნებულია გამოცდილებაზე დამყარებულ სწავლებაზე (experiential learning), რომელიც თეორიულ, პრაქტიკულ - ექსპერიმენტალურ მიმართულებებს აერთიანებს.
დრამის ლაბორატორიაში მოსწავლე მსახიობებს, თეატრისა და კინოს საუკეთესო პრაქტიკოსი პროფესიონალები ასწავლიან.
-
DramaLab - რეგიონებში.
-
DramaLab - სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის.