top of page

სეზონი I

IMG_3866-02.JPEG

თინა მაჭავარიანი

DramaLab არის ჩემთვის ადგილი, რომელმაც შემივსო ის სიცარიელე, რომლის შევსებასაც წლებია ვცდილობ. აქ მოსვლა იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რისი მიღებაც შემეძლო და აქ გატარებული ყოველი წამი უძვირფასესია ჩემთვის.

IMG_3872-02.JPEG

მარიამ ყაველაშვილი

DramaLab არის ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ ადგილმა სახელი დაარქვა ჩემ შინაგან წვას, რომელსაც ვერასდროს ვერ ვუპოვე საშველი. მადლობას ვუხდი და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ადგილის.

IMG_3967-01.JPEG

ვერონიკა კალანდარიშვილი

DramaLab არის შემოქმედებითი ადამიანის გათავისუფლებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე, სადაც თავიანთი ხელობის უძლიერესი პროფესიონალები თავდაუზოგავად, დიდი ზრუნვით და სიყვარულით გიზიარებენ გამოცდილებას და გასწავლიან ხელობას

IMG_3584-01.JPEG

ელენე თავართქილაძე

DramaLab არის სპონტანურობა, კეთება, მოქმედება. დრამის ლაბორატორია არის ადგილი, სადაც ვცვლით იმ რეალობას, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ საქართველომ დაკარგა ხარისხი. DramaLab არის ადგილი კეთების, ცდის, გამოწვევების. ასე არაფრის დასრულება არ მწყენია...

IMG_3652-02.JPEG

ქეთევან სულთანიშვილი

DramaLab ნიშნავს გიყვარდეს, პატივს სცემდე და ეხმარებოდე. ეს არის სივრცე, სადაც ჯერ სიყვარულია და მერეა კინო და თეატრი, სადაც ჯერ ადამიანები ვართ და შემდეგ მსახიობები. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერით, პატივისცემით და სიყვარულით ვემზადებით ხელოვნების შესაქმნელად.

IMG_3788-02.JPEG

ლიზი ნაყოფია

DramaLab, პირველ რიგში, ჯანსაღ ადამიანურ ცხოვრებასა და ურთიერთობებს აყალიბებს, შემდეგ კი ჩვენში ნამდვილ, გულწრფელ მსახიობს. ეს ადგილი ჩემ სახლად იქცა, სადაც საკუთარი თავის გაცნობა და შეყვარება მოვახერხე.

IMG_3730-01.JPEG

თათია კევლიშვილი

DramaLab-მა იმხელა ძალა მაპოვნინა, ისეთი ენერგიით ვარ დამუხტული, მგონია, რომ ყველაფერი შემიძლია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ და ის ნახონ, რაც მე ვნახე, რაც მე განვიცადე. მინდა, რომ სულ იარსებოს დრამის ლაბორატორიამ ზუსტად ისეთმა, როგორიც ახლა არის.

IMG_3700-01.JPEG

სანდრო სვანიძე

DramaLab იყო კომფორტული გარემო, სადაც თავს კარგად მაგრძნობინებდნენ. კარგი იყო, რომ პრაქტიკული სავარჯიშოები უფრო იყო, ვიდრე თეორიული. მადლიერი ვარ თითოეული წამისთვის. დრამის ლაბორატორია ჩემთვის ახალგაზრდობა და სიყვარულია.

IMG_3796-01.JPEG

ნინი უგულავა

DramaLab ჩემთვის არის ადგილი, სადაც კომფორტულად ვიგრძენი თავი, ძალიან დიდიხნის შემდეგ. ადგილი რომელიც გულწრფელად ეხმარება ყველას, ვისაც აინტერესებს სამსახიობო სფერო. ეს არის ადგილი, სადაც უსაფრთხოდ ხარ და მარტივად შეგიძლია ისწავლო მაღალი დონის სამსახიობო ხელოვნება. მიყვარს და მაბედნიერებს ყოველი წამი, რაც აქ გავატარე.

IMG_3669-1-01.JPEG

ნანა ჯიქია

DramaLab - ჩემი ჯადოსნური ზარდახშაა, ემოციები, ფერები, ის იმედის ბედნიერი ნაპერწკალი, რომელსაც ჩავეჭიდე. ყოველდღე ვხედავდი რაღაც ახალს, ვხედავდი ახალ "მეს".  ეს ნაპერწკლები თითოეულმა მენტორმა მაჩუქა. მთელი ცხოვრება ყველგან წავიღებ ამ ჯადოსნურ ზარდახშას და თამამად ვიტყვი - მე დრამალაბელი ვარ!

IMG_3542-01.JPEG

თაკო ამირხანაშვილი

ეს ჩემთვის იყო ყველაზე ცოცხალი პროცესი - გულახდილი, ადამიანური მომენტებით სავსე. საითაც არ უნდა წავიდეს ცხოვრება, გულში ღრმად შეგინახავთ. 

IMG_4007-1-01.JPEG

თაკო ტაბატაძე

DramaLab არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გაიცნო. ეს არის აღმოჩენების გზა, რომელიც ერთად, სიყვარულით გავიარეთ. ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო კოლაბორაცია, სადაც მიმუშავია.

IMG_3721-01.JPEG

სალომე გელენიძე

DramaLab..... უსასრულო  მრავალწერტილით

იმიტომ, რომ აუხსნელია სიტყვებით ეს სიამოვნება და ურთიერთობა. მიყვარს DramaLab და მინდა სულ იარსებოს, რადგან აქ აღმოაჩენთ თქვენს ისეთ თვისებებს, ისეთ ხასიათს, რომელიც ყველაზე უცხო იყო თქვენთვის.

IMG_3493.JPG

მარიამ ჯოლოგუა

DramaLab ყოველთვის უნდა იყოს! გაიზარდოს! გაფართოვდეს! განვითარდეს! ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და შესაძლებლობაა, როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მსახიობებისთვის.

​

​

​

​

​

bottom of page