DRAMA LAB
სეზონი VIII

ნინი მეშველიანი
დრამა ლაბი არის ჩემი ოცნების ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. მესამე სეზონია აქ ვარ და კიდევ ბევრჯერ ვიქნები თქვენთან. ჩემს ყველა ოცნებას დრამა ლაბმა შეასხა ფრთა... ოცნების ადგილია.
მიყვარს დრამა ლაბი. მიყვარს ნანუკა. მიყვარს ანო.
მიყვარს ყველა დრამალაბელი!

ელი ლეთოდიანი
დრამა ლაბი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ვიგრძენი უსაზღვრო თავისუფლება და ბედნიერება. ადგილი, სადაც გაქვს საშუალება გამოავლინო საკუთარი ნამდვილი "მე" და ყოველთვის ახალი აღმოჩენები გააკეთო. ადგილი, სადაც შევიძინე ადამიანები, მეგობრები, რომლებიც ოჯახის წევრებივით შემიყვარდნენ. დრამა ლაბი არის სივრცე, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობ. სივრცე, სადაც მიხვდები, რომ არ არსებობს შეზღუდვები, რომ იმ სიმაღლეზე შეგიძლია გაფრენა, სადამდეც შენ მოისურვებ და საკუთარ თავს გაუშვებ.
ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი, გავიცანი ყველაზე მაგარი ადამიანები და აღმოვაჩინე საკუთარი თავი.

ნინი ჯიშიაშვილი
დრამის ლაბორატორია არის ჩემთვის მეორე სახლი, ყველაზე კომფორტული, განვითარების და ზრდის სივრცე.
დრამა ლაბს გაუმარჯოს!

ელენე გოგოლაძე
ალბათ, ყველას აქვს ადგილი, კომფორტის ზონა, სადაც ნებისმიერ დროს შეუძლია გაიქცეს, დამშვიდდეს, გაექცეს ცხოვრების სირთულეებს, რეალობას და გარესამყაროს... ბოლო ორი თვის განმავლობაში, დრამა ლაბი სწორედ ეს ადგილი გახდა ჩემთვის.
დრამა ლაბი არის ადგილი, სადაც გავრბოდი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მაშინაც კი, როცა სახლიდან გასვლაც არ მინდოდა, რადგან აქ ყოველთვის შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ...
და ბოლოს,
დრამა ლაბი არის ადგილი, რომელიც სამუდამოდ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დარჩება და რომელსაც კიდევ არა ერთხელ დავუბრუნდები....

ნიკოლოზ ჭყოიძე