DRAMA LAB
სეზონი I

თინა მაჭავარიანი
DramaLab არის ჩემთვის ადგილი, რომელმაც შემივსო ის სიცარიელე, რომლის შევსებასაც წლებია ვცდილობ. აქ მოსვლა იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რისი მიღებაც შემეძლო და აქ გატარებული ყოველი წამი უძვირფასესია ჩემთვის.

მარიამ ყაველაშვილი
DramaLab არის ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ ადგილმა სახელი დაარქვა ჩემ შინაგან წვას, რომელსაც ვერასდროს ვერ ვუპოვე საშველი. მადლობას ვუხდი და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ადგილის.

ვერონიკა კალანდარიშვილი
DramaLab არის შემოქმედებითი ადამიანის გათავისუფლებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე, სადაც თავიანთი ხელობის უძლიერესი პროფესიონალები თავდაუზოგავად, დიდი ზრუნვით და სიყვარულით გიზიარებენ გამოცდილებას და გასწავლიან ხელობას

ელენე თავართქილაძე
DramaLab არის სპონტანურობა, კეთება, მოქმედება. დრამის ლაბორატორია არის ადგილი, სადაც ვცვლით იმ რეალობას, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ საქართველომ დაკარგა ხარისხი. DramaLab არის ადგილი კეთების, ცდის, გამოწვევების. ასე არაფრის დასრულება არ მწყენია...

ქეთევან სულთანიშვილი
DramaLab ნიშნავს გიყვარდეს, პატივს სცემდე და ეხმარებოდე. ეს არის სივრცე, სადაც ჯერ სიყვარულია და მერეა კინო და თეატრი, სადაც ჯერ ადამიანები ვართ და შემდეგ მსახიობები. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერით, პატივისცემით და სიყვარულით ვემზადებით ხელოვნების შესაქმნელად.

ლიზი ნაყოფია
DramaLab, პირველ რიგში, ჯანსაღ ადამიანურ ცხოვრებასა და ურთიერთობებს აყალიბებს, შემდეგ კი ჩვენში ნამდვილ, გულწრფელ მსახიობს. ეს ადგილი ჩემ სახლად იქცა, სადაც საკუთარი თავის გაცნობა და შეყვარება მოვახერხე.

თათია კევლიშვილი
DramaLab-მა იმხელა ძალა მაპოვნინა, ისეთი ენერგიით ვარ დამუხტული, მგონია, რომ ყველაფერი შემიძლია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ და ის ნახონ, რაც მე ვნახე, რაც მე განვიცადე. მინდა, რომ სულ იარსებოს დრამის ლაბორატორიამ ზუსტად ისეთმა, როგორიც ახლა არის.

სანდრო სვანიძე
DramaLab იყო კომფორტული გარემო, სადაც თავს კარგად მაგრძნობინებდნენ. კარგი იყო, რომ პრაქტიკული სავარჯიშოები უფრო იყო, ვიდრე თეორიული. მადლიერი ვარ თითოეული წამისთვის. დრამის ლაბორატორია ჩემთვის ახალგაზრდობა და სიყვარულია.

ნინი უგულავა
DramaLab ჩემთვის არის ადგილი, სადაც კომფორტულად ვიგრძენი თავი, ძალიან დიდიხნის შემდეგ. ადგილი რომელიც გულწრფელად ეხმარება ყველას, ვისაც აინტერესებს სამსახიობო სფერო. ეს არის ადგილი, სადაც უსაფრთხოდ ხარ და მარტივად შეგიძლია ისწავლო მაღ ალი დონის სამსახიობო ხელოვნება. მიყვარს და მაბედნიერებს ყოველი წამი, რაც აქ გავატარე.

ნანა ჯიქია
DramaLab - ჩემი ჯადოსნური ზარდახშაა, ემოციები, ფერები, ის იმედის ბედნიერი ნაპერწკალი, რომელსაც ჩავეჭიდე. ყოველდღე ვხედავდი რაღაც ახალს, ვხედავდი ახალ "მეს". ეს ნაპერწკლები თითოეულმა მენტორმა მაჩუქა. მთელი ცხოვრება ყველგან წავიღებ ამ ჯადოსნურ ზარდახშას და თამამად ვიტყვი - მე დრამალაბელი ვარ!

თაკო ამირხანაშვილი
ეს ჩემთვის იყო ყველაზე ცოცხალი პროცესი - გულახდილი, ადამიანური მომენტებით სავსე. საითაც არ უნდა წავიდეს ცხოვრება, გულში ღრმად შეგინახავთ.

თაკო ტაბატაძე
DramaLab არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გაიცნო. ეს არის აღმოჩენების გზა, რომელიც ერთად, სიყვარულით გავიარეთ. ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო კოლაბორაცია, სადაც მიმუშავია.

სალომე გელენიძე
DramaLab..... უსასრულო მრავალწერტილით
იმიტომ, რომ აუხსნელია სიტყვებით ეს სიამოვნება და ურთიერთობა. მიყვარს DramaLab და მინდა სულ იარსებოს, რადგან აქ აღმოაჩენთ თქვენს ისეთ თვისებებს, ისეთ ხასიათს, რომელიც ყველაზე უცხო იყო თქვენთვის.

მარიამ ჯოლოგუა
DramaLab ყოველთვის უნდა იყოს! გაიზარდოს! გაფართოვდეს! განვითარდეს! ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და შესაძლებლობაა, როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მსახიობებისთვის.