DRAMA LAB
სეზონი III

ქეთი კვიციანი
დრამალაბი ჩემთვის არის ყველაფერი. მიყვარს აქ გატარებული დრო. დრამალაბი არის საუკეთესო შესაძლებლობა აღმოაჩინო საკუთ არი თავი. DramaLab - ეს უბრალოდ საოცარი ადგილია!

ნანა გიგანი
დრამალაბი ჩემთვის ის ახდენილი ოცნებაა, რაც ყოველთვის მინდოდა. დრამალაბი დამეხმარა დამენახა ის მიძინებული თვისებები, რომელიც არც მეგონა თუ მქონდა. ვისწავლე ბევრი რამ, ავითვისე ის უნარ-ჩვევები, რაც ყოველთვის დამეხმარება ცხოვრების გზაზე. მომეხსნა ის კომპლექსები, სადაც ვიბოჭებოდი.. ვერ ვხედავდი საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ახლა ვარ. ყველა ის საოცარი ბავშვი, ვინც გამოავლინა ის ნიჭიერება, რაც ნანუკა ხუსკივაძემ მოგვცა, ჩემთვის ერთი დიდი მადლიერებაა. მადლობა ანო ამინაშვილს დაუღალავი შრომისთვის. მეამაყება ვთქვა, ვიყო დრამალაბის ერთ-ერთი ოჯახის წევრი.

ნინო ივეჩიანი
დრამალაბი ჩემთვის არის განტვირთვის ადგილი! ადგილი, სადაც შენ ხარ შენი თავი; ადგილი, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები აღმოაჩინო! ადგილი, სადაც არავინ გეჩხუბება დაშვებულ შეცდომაზე. DramaLab - ეს არის თავგადასავლებით სავსე ადგილი.
დრამალაბი ... ის უბრალოდ საოცარია!
მიყვარს დრამალაბი და ხალხი, რომელიც აქ გავიცანი.

სალომე ნაკანი
ვფიქრობ ამის ახსნა თუ რას ნიშნავს დრამალაბი ჩემთვის, ბევრი სიტყვითაც კი არ შემიძლია ბოლომდე... ეს არის დიდი გრძნობების სწორად გამოხატვის შესაძლებლობა. ეს არის გარემო, სადაც ნამდვილი ვარ. აქ იცი რომ არავინ განგსჯის, თუ რაიმეს არასწორად გააკეთებ. ესმით შესაძლებლობების და ესმით ერთმანეთის. მე მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.. და მიხარია თქვენთან. დრამალაბმა მასწავლა, რომ შემიძლია ყველაფერი. საუკეთესოები ხართ!

მარიამ კახიანი
პირველ რიგში, დრამალაბი ჩემთვის არის აღმოჩენა. ადგილი, სადაც თავს სხვა სამყაროში ვგრძნობ. სადაც ნებისმიერი ემოციის გამოხატვა შემიძლია. სადაც თავიდან ბოლომდე ეშვები ფანტაზიების სამყაროში. სადაც შეზღუდული არაფერში ხარ. ადგილი, სადაც საკუთარი თავი უკეთ აღმოვაჩინე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დრამალაბი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად დარჩება. არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ქალბატონ ნანუკას და უსაყვარლეს ანის. ქალბატონმა ნანუკამ შესაძლებლობა მოგვცა სწორად შეგვეგრძნო ის ბედნიერება, რაც ამა თუ იმ განსახირებეული ეპიზოდის შემდეგ გვეუფლება.

ნინო ქურდიანი
დრამალაბი ჩემთვის არის ადგილი, სადაც შევძელი უკეთ აღმომეჩინა საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობები. ადგილი, სადაც შევძელი გამომეხატა საკუთარი ემოციები. ადგილი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. თითოეული წამი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია გამოავლინო საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი "მე". აქ შეგიძლია დაძლიო კომპლექსები და იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. დრამალაბი სულ სხვა გარემოა... გარემო, სადაც სითბო და სიყვარულია. დრამალაბი ჯადოსნურია! მიყვარხართ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეული ჯადოსნური დღისთვის და წამისთვის!

საბა ნიგურიანი
დრამალაბი არის საუკეთესო ადგილი საუკეთესო საზოგადოებაში, სადაც ძალიან მომეწონა თითოეული გატარებული წუთი. კარგად გავეცანი სამსახიობო ხელოვნებას. რაღაც დონეზე მივეჩვიე საზოგადოებაში გამოსვლას, ხალხთან უკეთეს ურთიერთობას. მე ძალიან მომეწონა დრამალაბი და მანდ გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ნიკა ლურსმანაშვილი
დრამალაბი არის შესაძლებლობა ვისწავლოთ ჩვენი ემოციების სწორად გამოხატვა... და რაც მთავარია სწორ გარემოში. დრამალაბი არის ჩვენი სახლი.

საბა ლურსმანაშვილი
დრამალაბი არის ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორი, რამაც ჩემს ცხოვრებაზე დამაფიქრა და ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მასწავლა ადამიანებთან კომუნიკაცია და გავხდი უფრო თავდაჯერებული, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ლიზა მარგიანი
დრამალაბი ჩემთვის არის ის ადგილი, სადაც მე შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ რეალურად. ადგილი, სადაც წარმოაჩენ საკუთარ თავს მაქსიმალურად, გაიგებ შენს შესაძლებლობებს და მიიღებ დაუვიწყარ სიამოვნებას. დრამალაბმა მასწავლა თუ როგორ დავძლიო საკუთარი კომპლექსები, მოვიხსნა შიშები და წარმოვაჩინო საკუთარი თავი უკეთესად. დრამალაბმა მომცა და მასწავლა ბევრი ახალი და საჭირო რამ. დრამალაბი ჩემთვის არის ახალი ეტაპის დასაწყისი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ რამხელა სიამოვნება მივიღე ამ ხნის მანძილზე. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ისევ ახლიდან დავიწყებდი ამ გამოცდილების მიღებას.

თემო რატიანი
დრამა - ეს არის შინაგანი ღრმა არსი, რომლითაც წლებისა და საზღვრების მიღმა შეიცნობ და უღრმავდები შენს გონებას. ღვრი სცენაზე ემოციებს, რომელიც თითოეული პიროვნების თვალში ცეცხლივით გიზგიზებს, ანაზდეული პასაჟი, რომელიც ჰარმონიულ კაეშანს ტოვებს. გონებაში ილექება და იძენს ერთიან მასათა ერთობლიობას, რომელიც ადამიანს გარდაქმნის პიროვნებას. საინტერესოა და ვშიშობ, ერთობ გასაოცარია, დაიჭირო მოქმედი პირის მზერა ისე, რომ მოქმედებამ შენში აღძრას გარკვეული ემოცია. დრამის ლაბორატორია - ეს არის შერწყმა ემოციურ კავშირსა და ჰარმონიულ, ღრმა მწუხარებას შორის.

ქრისტინა ქოჩქიანი
დრამალაბი არის ჩემთვის ყველაფრის ახლის და განსაკუთრებულის შეძენა, სადაც შეგიძლია იყო ვინც ხარ სინამდვილეში ან ვინც გინდა რომ იყო. არავი გაკრიტიკებს ამისთვის. ეს სიყვარულის ადგილია, თავისუფლების ადგილი, საყვარელი და კარგი ხალხით აღსავსე, სადაც შეგიძლია მაქსიმალურად გამოიყენო შენი ნიჭი. ეს არის სიგიჟის მაღალი სტადია, რომელიც კარგად თამაშს გაიძულებს და მე ეს აღმაფრთოვანებს და მიხარია რომ ამის ნაწილი ვარ.

ჯემალი გირგვლიანი
ჩემთვის დრამალაბი არის ის ადგილი, სადაც იკვეთება ნიჭი, რომელსაც ქვია ხელოვნება და ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი გამოცდილება მივიღე ამ მცირე დღეების განმავლობაში. მე ვისწავლე ადამიანებთან კომუნიკაცია და გავხდი შედარებით თავდაჯერებული, ვიდრე ვიყავი აქამდე. მადლობა, შეხვედრამდე.

ნიკა გულედანი
დრამალაბი ჩემთვის არის სახლი, რომელმაც ჩემი თითოეული დღე ბედნიერებით აავსო. ჩემთვის ყოველი აქ ნამყოფი წუთი დაუვიწყარი იქნება. აქ შევიძინე ისეთი რამ, რაც მთელი ცხოვრება გამომადგება. ეს არის გამოცდილება. დიიდხანია ვფიქრობ მსახიობობაზე და ეს ცოდნა, რაც აქ, დრამალაბში, შევიძინე ძალიან გამომადგება.

თამარ ჯაფარიძე
დრამის ლაბორატორია არის ფანტასტიკური ადგილი, საოცარი ადამიანებით, რომელიც გამოირჩევა კრეატიულობით და ინოვაციებით. მასტერკლასები არის ორგანიზებული და პროდუქტიული. მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო სამსახიობო მასტერკლასში. მადლობა ყოველი საინტერესო და ემოციური დღისთვის.

მათე ნიგურიანი
დრამალაბმა მასწავლა და მომცა ძალიან დიდი გამოცდილება არა მარტო სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც. სცენა არის ადგილი, სადაც ადამიანი, რომელშიც არის თუნდაც ერთი პატარა ხელოვნების ნამცეცი აუცილებლად იგრძნობს, რომ იქ არის მისი ადგილი.

რეზი ჭეხანი
ჩემთვის დრამალაბი არის ადგილი, სადაც შევძელი გამეგო და შემესწავლა ბევრი ახალი რამ. იქნება ეს სამსახიობო პროფესია ან სხვა უფრო ღრმა და მნიშვნელოვანიც კი. ვიმუშავ ე არაჩვეულებრივი ნიჭის მქონე ადამიანებთან, ვისწავლე საკუთარი ემოციების კონტროლი და მათი გამოხატვა. მთლიანობაში კი სასიამოვნო დრო გავატარე.

ნუცი ხაფთანი
დრამალაბი არის ჩემთვის საშუალება, რომ ემოციები კარგად გამოვხატო, სათქმელი ემოციურად და კარგად გამოვთქვა. ასევე, დრამალაბი ჩემთვის ერთი პატარა ოჯახია. ვისწავლე ჩემთვის ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

საბა მარგიანი
დრამალაბი ჩემთვის არის ის პერსპექტივა, რაც აქამდე არ შემხვედრია. დრამალაბმა მასწავლა ჩემს თავთან ბრძოლა და დამაძლევინა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპლექსი. დრამალაბმა დამანახა თუ როგორია და რა არის ხელოვნება და თეატრი. დრამალაბმა შემძინა ახალი მეგობრები. დრამალაბი არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის.
კიდევ ერთხელ მადლობა ამ ყველაფრისთვის!

ნინი კუპეტრიშვილი
დრამ ალაბი ჩემთვის არის ოცნების ახდენისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვოცნებობ, რომ ოდესმე წარმატებული მსახიობი გამოვიდე, მაგრამ არ მაქვს შესაძლებლობა გავიგო შემიძლია თუ არა ეს და დრამალაბმა ამაში დიდი მონაწილეობა მიიღო. გავიჩინე ახალი მეგობრები დრამალაბის საშუალებით. ასევე ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა ვისწავლე. ვისწავლე ემოციების კონტროლი. დრამალაბში გატარებული არცერთი წუთი არ იყო მოსაწყენი.