DRAMA LAB
სეზონი V

მარიამ გიგაური
DramaLab ჩემთვის იყო უსაფრთხო ადგილი, სადაც შესაძლებლობა მქონდა ჩავღრმავებოდი საკუთარ თავს და შემეფასებინა ჩემი შესაძლებლობები - ძიების გზით. ამ პროცესში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ამაში პროფესიონალი და გულწრფელი ადამიანები მეხმარებოდნენ. ვფიქრობ, აქ გატარებული დრო ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, რომელიც შეცვლის ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ, რადგან გამიჩნდა მეტი მოტივაცია ვაკეთო ღირებული საქმენი.

ნინო ბალანჩივაძე
DramaLab ჩემთვის არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო ნამდვილი და დაამარცხო ის შიშები, რომლებიც სწორედ ამ ნამდვილობაში გიშლის ხელს. ყოველი აქ მოსვლა გწვრთნის, რომ კი არ იფიქრო - რას როგორ გააკეთებ, არამედ უბრალოდ გააკეთო და იგივე, ცხოვრებაშიც გადაიტანო - კი არ იფიქრო როგორ იცხოვრო - არამედ მართლა იცხოვრო. დრამალაბი არის ადგილი, სადაც აღმოაჩენ რამდენად ძვირფას ადამიანურ ემოციებს ატარებ და რომ სწორედ ეს ადამიანობა არის ცხოვრების მთავარი ფასეულობაც და გასაღებიც. დრამალაბი არის უსაფრთხო ადგილი, სადაც შეგვიძლია ჩვენი ყველაზე სათუთი მხარე წარმოვაჩინოთ.

დავით შველიძე
DramaLab არის ადგილი, სადაც შეგიძლია თავი საკუთარ სახლში იგრძნო (შინ). იყო თავისუფალი, მაღალი, დაბალი, მდიდარი, ღარიბი, მეფე, გლეხი და იყო რეალური სამყაროდან სხვა ნამდვილ სამყაროში. დრამალაბი ადგილია, სადაც შეხვდები უმაგრეს ადამიანებს, საინტერესო პიროვნებებს, ვისთან ერთადაც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებ, ემოციურად იხარჯები, ივსები, ფიზიკურად სასიამოვნო ტკივილს განიცდი. არ ვიცი, რა ვთქვა, მშვენიერია, დიდებულია და ბედნიერი ხარ ყველაფრით, რასაც აკეთებ აქ. მადლობა ამ დიდი გამოცდილებისთვის!

ქეთევან სულთანიშვილი
DramaLab არის საინტერესო ადამიანების შეხვედრის ადგილი, სადაც შემოქმედებითი თავისუფლებაა. აქ მუდმივად გრძნობ, რომ პატივს გცემენ შენს აზრებთან და ხედვებთან ერთად და პატივს სცემენ შენს პროფესიას. დრამის ლაბორატორია, სამსახიობო ოსტატობაში დახელოვნების ურთულეს გზაზე, შემწედ გევლინება, სადაც ყველა მხარს გიჭერს და გეხმარება განვითარებაში. ერთ სივრცეში თავს იყრიან განხვავებული ისტორიის და გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობა შინაგანად გამდიდრებს და ბევრ რამეს გასწავლის. ეს არის სწორი ადგილი მსახიობებისთვის და ყველასთვის ვისაც სამსახიობო ხელოვნება აინტერესებს.

ირაკლი სინაურიძე
DramaLab ჩემთვის არის კომპლექსების დაძლევა.

ელისაბედ რუხაძე
ლაბორატორია კვლევის ადგილია. არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო არამეცნიერული და ხელოვნებასთან დაკავშირებული ცნება. დრამალაბში თავისუფალი სივრცე დამხვდა, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია სცადოს ბედი, მოსინჯოს ისეთი რამ, საზეც უოცნებია, ანდა ვერც ბედავდა ოცნებას. აქ, ყველა პიროვნებად გრძნობს თავს, ჯანსაღი გარემოა. არ ფიქრობ იმაზე, თუ როგორ გამოგივა, არავინ გამოწმებს. უბრალოდ, გეხმარებიან ზუსტად მიაგნო იმას, რაც თურმე შეგძლებია და არ იცოდი. ჩემთვის დრამალაბი აღმოჩნდა ის გამოცდილება, რომელმაც არამარტო პროფესიაში, არამედ ცხოვრებაში - დღეს, აქ, ბევრი რამ მასწავლა. დრამალაბი ახალ გზას დაგანახებს. მადლობა საუკეთესო დღეებისთვის!

ანკა თათარაშვილი
DramaLab არის ადგილი, რომელიც მეხმარება სხვა სამყაროების აღმოჩენაში, მასწავლის როგორ მივიღო ცხოვრებისგან მაქსიმუმი და ვისიამოვნო ყოველი წამით. აქ შემიძლია ვიყო საკუთარი თავი და ამავდროულად გამოვცადო სხვადასხვა ცხოვრებისეული ეპიზოდი. დრამალაბში გავლილი ტრენაჟები ყოველდღიურობაში მეხმარება. გავხდი უფრო დაკვირვებული როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია - შევიძინე საოცარი ადამიანები.

ჯემალ გირგვლიანი
DramaLab ჩემთვის არის სიყვარული, ურთიერთგაგება, სადაც ჯერ ადამიანობაა და მერე მსახიობობა. დრამალაბი ჩემთვის სხვა სამყაროა, სადაც ჩემი თავი დავინახე და საუკეთესო ხალხი გავიცანი. ეს ჩემი მეორე სეზონია. მეორე სეზონი ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილი იყო. ვისწავლე ადამიანებან კომუნიკაცია, აქამდე ძალიან ბევრი კომპლექსები მქონდა, ახლა კი დიდად აღარ მაწუხებს. დრამალაბი რაღაც საოცრევაა, მიყვარს დრამალაბი!

მარიამ ლომიძე
არ მინდოდა რამის მოლოდინი მქონოდა, როცა დრამის ლაბორატორიაში მოვდიოდი, უბრალოდ ჩემი გონებისთვის იმპროვიზირებული მინდოდა ყოფილიყო ეს ერთი თვე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიის მიმართ ჯანსაღი და გულწრფელი დამოკიდებულება. ზუსტად ეს განწყობა დამხვდა ამ სივრცეში. არ ექცევი ჩარჩოებში, თავისუფლად უშვებ შენში არსებულ გრძნობებს და იდეებს. საინტერესო იყო იმ ადამიანების მასტერკლასები, რომლებიც თავის გამოცდილებას და ახალ ინფორმაციას გვიზიარებდნენ. ის 15 ადამიანი ვისთანაც ყოველდღიურად მიწევდა ურთიერთობა და ეს პროცესი საინტერესო, მნიშვნელოვანი, თბილი, სახალისო და თავისუფალი თავგადასავალი იყო ჩემთვის.

სალომე სიჭინავა
აღმოაჩინო ადგილი, სადაც თავმოყრილია ადამიანები ერთი სულისკვეთებით, ერთი სიყვარულითა და ინტერესებით დღესდღეობით საკმაოდ რთულია. მადლობა სამყაროს, რომ მე ამას მივაგენი სივრცეში, რომელსაც DramaLab ქვია. ეს ლაბი არის პატარა გამონათებული ვარსკვლავი ჩემს ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ საოცარი დასაწყისია ჩემი ოცნებისკენ... აქ ის ვარ, ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი - არტისტი, ხელოვნებაში მყვინთავი ადამიანი. ადამიანი, რომელიც რეალურ სამყაროში ირეალურს ეძებს. ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი გსიამოვნებს, ყველაფერი გიხარია. დრამა ლაბს ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება.

სალომე ალიაშვილი
DramaLab არის სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გსურს. ეს ის ადგილია, სადაც ყველა ბედნიერია და სადაც ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ეს არის უდიდესი სიყვარული და მე ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს დრამალაბი!

ეკატერინე აბაშიძე
DramaLab ჩემთვის არის პატარა საოცრებათა ქვეყანა, ჯადოსნური ადამიანებით, ისტორიებითა და ემოციებით სავსე, სადაც ადამიანს საკუთარი თავის აღმოჩენის და რეალიზების, თვითგამოხატვის უსაზღვრო ასპარეზი ეძლევა. ვფიქრობ, დრამალაბიდან გასული ყველა სტუდენტი საკუთარ ცხოვრებას სხვანაირად, ახალ ფერებში შეხედავს. მადლობა ამ შეუდარებელი გამოცდილებისთვის!

ნიკა გიუნაშვილი
DramaLab - მა არამხოლოდ გამხსნა, არამედ მასწავლა, თუ როგორ გამოვხტო ჩემი თავი ისე, რომ დავრჩე მართალი. ჩემში გავაღვიძო და გამოვიძახო ის ემოციები და გრძნობები, რომლის გაღვიძებაც აქამდე არ შემეძლო. ამ ყველაფერთან ერთად ვისწავლე, თუ როგორ გარდავისახო, ნებისმიერ დროსს, ნებისმიერ ადგილას იმად, სადაც მინდა. ამასთან ერთად მე შევხვდი გულთბილ, დასაფასებელ ხალხს, რომლებთან ერთად გატარებული წამებიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.