DRAMA LAB
სეზონი VI

ლიკა სტურუა
რა არის ჩემთვის დრამალაბი?
როგორი რთულია ამ კითხვას პასუხი მოკლედ გავცე... პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დრამალაბი ჩემთვის აღმოჩნდა ადგილი, რომელმაც მასწავლა რო სულ ჯობია ცადო, ვიდრე არ ცადო იმის შიშით, რომ დავალება არ გამოგივა. ჩემთვის პირველი ადგილი იყო, სადაც მივეცი საკუთარ თავს უფლება გამომეცადა თავი ამ სფეროში. იდეალური ადგილი არის დრამალაბი ამისთვის. პროფესიონალი მენტორებით და გარშემო ამ საქმეზე შეყვარებული ხალხით, რომლებიც კიდე მეტ მოტივაციას გაძლევენ რო ბოლომდე დაიხარჯო და გაიხსნა.
ბოლომდე როგორ უნდა გადმოვცე ჩემი მადლიერება არც ვიცი...
არ მეყო ერთი თვე, მარა ერთი წელიც რო მევლო, ალბათ, ამას ვიტყოდი.

ანა ლეკიშვილი
დრამა ლაბი არის ჯადოსნური ადგილი, სადაც მინდოდა სულ მეცხოვრა, დიდი ოცნებების ახდენის და ახალი ცხოვრების დასაწყისი.
ახალი მეგობრები, გულწრფელი ურთიერთობები, საქმის უდიდესი სიყვარული... ეს არის გარემო, სადაც შეგიძლია საკუთარი თავის შემოქმედებითი მხარე დაინახო.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანუკას ამ წუთებისთვის, მომენტებისთვის, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს.
მე დრამალაბელი ვარ!

ნინი ჯიშიაშვილი
პირდაპირი მნიშვნელობით რომ ვთქვა, დრამა ლაბი არის პირველი ადგილი საქართველოში, რომელიც გაძლევს საშუალებას ისწავლო სამსახიობო ხელოვნება და გაიზარდო, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. მოდი, იშრომე, დაიწვი, ისწავლე, ისიამოვნე, მერე წადი სახლში და იფიქრე ისევ ლაბზე.
დრამა ლაბი ძალიან დახვეწილი, გემოვნებიანი საგიჟეთია, სადაც პაციენტების კი არ გეშინია, არამედ გინდა, რომ მათნაირი იყო. აქ ადამიანებს მხოლოდ კი არ იცნობ, მათი შინაგანი წერტილისკენ მიმავალ გზას აკვირდები და იგებ, თუ რა არის საერთოდ ადამიანი და რა ვართ ჩვენ - არტისტები.
დრამა ლაბმა გამიკვალა გზა ჩემი სამყაროს პიროვნული წერტილისკენ და გამომიწოდა ასანთი, ჩემი შინაგანი წვის დასაწყებად.

ანა ბუთიაშვილი
დრამალაბი არის ადგილი, სადაც გაშლილი ხელებით და გულით დაგხვდებიან და ისე ჩაგეხუტებიან, ძვლებში იგრძნობ... ადგილი, სადაც შენ თავს ჩაწვდები, იმაზე ღრმად, ვიდრე აქამდე. განვითარების საწყისია...
საუკეთესო მენტორით და საუკეთესო გარემოთი სავსე ადგილი, საიდანაც წასვლა არ გინდა და თუ მიდიხარ, მაინც ბრუნდები.

ნინი მეშველიანი
დრამა ლაბი ჩემთვის მაგიური ადგილია უამრავი თავგადასავლით.
მხოლოდ აქ შეუძლია ადამიანს გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
ძალიან მიყვარხართ ბავშვებო!!!!
ძალიან მიყვარხარ ანო!!!
ძალიან მიყვარხარ ნანუკა!!!

ნანა ჯიქია
დრამალაბი ჯადოსნური აღმოჩენების გზაა - ძალა, თავისუფლება და ჩემი შემოქმედებითი მეს იმედი. ადგილი, სადაც შეუძლებელი ხდება შესაძლებელი. სწავლობ, უსმენ, ვითარდები, გრძნობ, განიცდი, გიხარია. ყოველი დღე ახალი ფერია, რომელიც მეტად გაახლოებს საკუთარ თავთან და გარდასახვის იმ ჯადოსნურ პროფესიასთან, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. დრამალაბი ჩემი საოცარი თავგადასავლის ნაწილია, რომელმაც ჩემს ოცნებას დამაახლოვა და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები და ყველგან ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე დრამალაბელი ვარ!
მიყვარხართ!!!