top of page

სეზონი VII

IMG_8475.jpg

იოანე კაციაშვილი

დრამა ლაბი არ არის მოვლენა, დრამა ლაბი შესაძლებლობების მდინარეა, სადაც წყალი ყოველთვის ახალია. უშუალოდ პროცესში კი შენ შეგიძლია ყველგან იმოგზაურო - დაბრუნდე დროში უკან, ან პირიქით წინ. აკონტროლო შენი ემოციები და ასე შეიცნო საკუთარი თავი. ბოლოს კი დრამა ლაბი უფრო მეტია, ვიდრე ამის სიტყვით თქმა შეიძლება. ეს ემოციებით უნდა გადმოსცე.

IMG_8502.jpg

ჟანა მაისურაძე

რა არის დრამა ლაბი ჩემთვის? პირველ რიგში, არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონი ნანუკას მიდგომა ჩვენს მიმართ, რადგან ვფიქრობ, გარემო, სადაც რაიმედ ახალს შეიმეცნებ უნდა იყოს კომფორტული. ზუსტად ამით გამოირჩევა ეს გარემო ჩემთვის, რაც თითოეულ ჩვენგანს აყვარებს იმ საქმიანობას, რისი შესწავლაც სურს.

ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რამაც გამიჩინა საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე მუშაობის დიდი მოტივაცია და სურვილი.

თითოეულ მასტერკლასა და ვორქშოპზე განვითარებულმა მოვლენებმა ღრმა ინტერესი გამოიწვია ამ სფეროს მიმართ.

დრამა ლაბში მივიღე უდიდესი გამოცდილება, რაც მომავალაში დიდად დამეხმარება.

მადლობა ნანუკა ხუსკივაძეს თავისი დიდი გამოცდილების საინტერესოდ გაზიარებისთვის.

IMG_8510.jpg

მარიამ ბაჭაძე

დრამა ლაბი ჩემთვის არის ადგილი, სადაც შემიძლია განვვითარდე და შევისწავლო იმაზე მეტი, რაც აქამდე ვიცოდი. შემიძლია ავიხდინო ოცნებები, რომელიც აუხდენელი იყო დიდიხნის განმავლობაში და ვიყო ჩემი თავის უკეთესი ვერსია. დრამა ლაბის საშუალებით უკვე ვიცი როგორია იყო კარგი მსახიობი და შეცვალო საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. 

IMG_8520.jpg

გიორგი ბაჭაძე

ჩემთვის დრამა ლაბი არის ადგილი, სადაც შეგვიძლია განვითარება. დრამალაბში ჩვენ შევისწავლით მსახიობის ოსტატობას, რაც დაგვეხმარება ოცნებების ასრულებაში. დრამალაბი არ არის მხოლოდ დარბაზი, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთთან ურთიერთობას და კიდევ უამრავ რამეს.

IMG_8528.jpg

ანდრია მირიანაშვილი

ჩემს ცხოვრებაში თეატრი და თეატრისადმი სიყვარული არც თუ ისე დიდიხანია დაიწყო.

​

ბატონი ბექა სონღულაშვილის რჩევით მივედი დრამა ლაბში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, კომპლექსების დაძლევა. მასწავლა რომ თავისუფლად უნდა გამოვხატო ჩემი გრძნობები, ფანტაზიები და ვიყო თავისუფალი, ვისწავლო და ვიმუშაო ჩემ თავზე და ამაში პროფესიონალი მეხმარება.

​

დრამა ლაბი ჩემი მეორე სახლია. აქ ყოველთვის თავისუფლად ვგრძნობ თავს. ვთვლი ჩემი განვითარების ერთ - ერთი მთავარი მოტივატორი იქნება და სწორედ ამის გამოო ვურჩევდი ყველა ბავშვს, რომ დრამალაბში გაწევრიანდეს.

IMG_8535.jpg

დათუნა

დრამა ლაბი არის სიყვარული, ურთიერთგაგება. ადგილი, სადაც ჯერ ადამიანობაა, შემდეგ კი მსახიობობა. ეს სხვა სამყაროა, სადაც მე ჩემი თავი დავინახე. მე მიყვარს დრამა ლაბი! ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი აქ და ასევე ვისწავლე საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

 

IMG_8539.jpg

მარიამ ალიაშვილი

დრამა ლაბი არის ადგილი, სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობ. ეს არის გარემო, სადაც მაქვს განვითარების საშუალება. აქ გვეძლევა საშუალება გამოვიყენოთ და შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები.

​

დრამა ლაბში ყველაფერი გვიხარია და გვსიამოვნებს. გვიხარია ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბდა ჩვენ "დრამალაბელებს" შორის. შევიძინე ახალი მეგობრები, რომლებთანაც მაკავშირებს საერთო ინტერესები.

​

დრამა ლაბი არაჩვეულებრივი ადგილია.

​

მადლობა ამ გამოცდილებისთვის!

IMG_8546.jpg

ლუკა შაკოაშვილი

ჩემთვის დრამა ლაბი არის ახალი, სასიამოვნო გამოცდილება და ჩემი მიზნისკენ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. აქ გავიცანი ხალხი, რომლებმაც უდიდესი როლი შეიტანეს ჩემს განვითარებაში. ეს ისაა, რაზეც დიდიხანი ვოცნებობდი და სადაც ჩემს თავს წარმოვიდგენდი, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნებები ხდება. ვგრძნობ და მჯერა, რომ აქ განვლილი მასტეკლასები ძალიან დამეხმარება იმაში, რომ გავხდე ნამდვილი არტისტი. მიუხედავად იმისა, რომ გვიან შევუერთდი დრამა ლაბს, მაინც დიდი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში.

IMG_8562.jpg

თიკო ჯანგულაშვილი

დრამა ლაბი ჩემთვუს მხოლოდ ერთი გუნდი არ არის. ის ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს. აქ მე გავიცანი ბევრი ადამიანი და დავუახლოვდი ამ ადგილს. როდესაც აქ მოვდივარ, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები. აქ მე დავძლიე სიმორცხვე. ეს არის ადგილი, სადაც ბევრ რჩევას მოისმენ და ძალიან გამოგადგება.

IMG_8573.jpg

მართა ხატიაშვილი

დრამა ლაბი არის ის ადგილი, სადაც ადამიანი სწავლობს ბევრ რამეს. ჩემთვის ის ადგილია, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან გახსნილი ვარ. ყოველდღიურად უფრო მეტს და მეტს ვსწავლობ და უკეთესი ვხდები.

​

ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია გავაკეთო რისი შესაძლებლობაც მაქვს და ავიხდინო ჩემი ოცნება.

​

ამ ადგილას მე გავიცანი ბევრი მეგობარი, რომლებსაც დავუახლოვდი და მათთან ერთად გავიცანი მასწავლებელი.

​

ჩემთვის დრამა ლაბი ძალიან ბევრს ნიშნავს.

IMG_8591.jpg

ანი ბოლქვაძე

ჩემთვის დრამა ლაბი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ოთახი. ეს არის სივრცე, სადაც ყალიბდება ოცნებები, სადაც ცოცხლდება ისტორიები და ყვავის კრეატიულობა.

​

ეს არის ადგილი, სადაც მე დღითიდღე უკეთესი ვხდები სამსახიობო სფეროში და დიდი პროგრესი მაქვს აუდიტორიის და მენტორის მხარდაჭერით და შესანიშნავი რჩევებით.

​

დრამის ლაბორატორიის კედლებში ვპოულობ მიზანდასახულობას. ეს არის ადგილი, სადაც გაბედულად შემიძლია ჩავატარო "ექსპერიმენტები", დავუშვა შეცდომები და ვისწავლო. მე არამარტო ვვითარდები, არამედ ჩემს შიგნით დამალულ პოტენციალსაც ვხსნი.

IMG_8601.jpg

ელენე ქიტუაშვილი

ჩემთვის დრამა ლაბი არის ადგილი, სადაც შევძელი საკუთარი თავის პოვნა, შევიძინე ახალი მეგობრები და ვისწავლე უამრავი რამ. ვისწავლე ემოციების კონტროლი. მეგობრების შეძენასთან ერთად ძველს უფრო დავუახლოვდი.

​

დრამა ლაბში გატარებული დღეები მთელი ცხოვრება გამყვება. ამ მოგონებების გახსენება ყოველ ჯერზე მაბედნიერებს.

IMG_8609.jpg

ნინო ყაზარაშვილი

დრამა ლაბი - ეს არის ადგილი, სადაც სულ სხვა სამყაროში გადადიხარ, სადაც ნებისმიერი ემოციის გამოხატვა შეგიძლია და არანაირად არ ხარ შეზღუდული.​

დრამა ლაბის საშუალებით შევძელი უკეთ აღმომეჩინა საკუთარი თავი. აქ თითოეული ქამი სიახლეებითაა სავსე. დრამა ლაბმა მასწავლა, რომ სჯობია სცადო, ვიდრე არ სცადო იმის შიშით, რომ რაღაც არ გამოგივა. აქ ადამიანს შეუძლია გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ჩემთვის დრამის ლაბორატორია არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო ნამდვილი და დაამარცხო ის შიშები, რომლებიც ამაში ხელს გიშლის.

დრამა ლაბმა დამაძლევინა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპლექსი.

მიყვარს დრამა ლაბი და ხალხი რომელიც აქ გავიცანი.

​

IMG_8613.jpg

ანნა ღლიღვაშვილი

დრამა ლაბი - ეს არის ადგილი, სადაც პირველ რიგში საუკეთესო პედაგოგის და მსახიობის დახმარებით ვსწავლობ სამსახიობო ოსტატობას.

​

დრამა ლაბში ჩატარებული მასტერკლასები ძალიან საინტერესოა. ვსწავლობ და ვვითარდები ყოველდღე. აქ გასწავლიან იმ ყველაფერს, რაც დაგეხმარება წარმატების მიღწევაში.

​

აქ გავიცანი და შევიძინე ახალი მეგობრები. აქ გატარებული რამდენიმე საათი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. 

​

ახლოდან გავეცანი თეატრალურ სამყაროს და ძალიან მომეწონა. მიხარია, რომ ვარ დრამა ლაბის წევრი.

bottom of page