top of page

სეზონი VIII

DSCF0021.jpg

ნინი მეშველიანი

დრამა ლაბი არის ჩემი ოცნების ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. მესამე სეზონია აქ ვარ და კიდევ ბევრჯერ ვიქნები თქვენთან. ჩემს ყველა ოცნებას დრამა ლაბმა შეასხა ფრთა... ოცნების ადგილია.

მიყვარს დრამა ლაბი. მიყვარს ნანუკა. მიყვარს ანო.

მიყვარს ყველა დრამალაბელი!

DSCF0672.jpg

ელი ლეთოდიანი

დრამა ლაბი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ვიგრძენი უსაზღვრო თავისუფლება და ბედნიერება. ადგილი, სადაც გაქვს საშუალება გამოავლინო საკუთარი ნამდვილი "მე" და ყოველთვის ახალი აღმოჩენები გააკეთო. ადგილი, სადაც შევიძინე ადამიანები, მეგობრები, რომლებიც ოჯახის წევრებივით შემიყვარდნენ. დრამა ლაბი არის სივრცე, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობ. სივრცე, სადაც მიხვდები, რომ არ არსებობს შეზღუდვები, რომ იმ სიმაღლეზე შეგიძლია გაფრენა, სადამდეც შენ მოისურვებ და საკუთარ თავს გაუშვებ.

ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი, გავიცანი ყველაზე მაგარი ადამიანები და აღმოვაჩინე საკუთარი თავი.

DSCF0274.jpg

ნინი ჯიშიაშვილი

დრამის ლაბორატორია არის ჩემთვის მეორე სახლი, ყველაზე კომფორტული, განვითარების და ზრდის სივრცე.

​

დრამა ლაბს გაუმარჯოს!

DSCF0329.jpg

ელენე გოგოლაძე

ალბათ, ყველას აქვს ადგილი, კომფორტის ზონა, სადაც ნებისმიერ დროს შეუძლია გაიქცეს, დამშვიდდეს, გაექცეს ცხოვრების სირთულეებს, რეალობას და გარესამყაროს... ბოლო ორი თვის განმავლობაში, დრამა ლაბი სწორედ ეს ადგილი გახდა ჩემთვის.

დრამა ლაბი არის ადგილი, სადაც გავრბოდი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მაშინაც კი, როცა სახლიდან გასვლაც არ მინდოდა, რადგან აქ ყოველთვის შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ...

და ბოლოს,

დრამა ლაბი არის ადგილი, რომელიც სამუდამოდ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დარჩება და რომელსაც კიდევ არა ერთხელ დავუბრუნდები....

DSCF0088.jpg

ნიკოლოზ ჭყოიძე

დრამა ლაბი ჩემთვის არის ტკბილი და თბილი სივრცე, სადაც ჩემს ოჯახში შემიძლია ვიგრძნო თავი. დრამა ლაბი მხოლოდ სამსახიობო კლუბი არაა, ეს არის ექსპერიმენტული სივრცე, სადაც თავისუფლად შეგიძლია გამოხატო და შეიცნო საკუთარი თავი, დაძლიო კომპლექსები და განვითარდე.

DSCF0474.jpg

ნენე ჩიკვაიძე

დრამის ლაბორატორია ჩემთვის არის კომფორტის ზონა, სადაც  თითოეულ ჩვენგანს მოგვეცა საშუალება გამოგვეხატა ჩვენი თავები. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ნანუკას და ყველა ლექტორს ამის გამო.

DSCF0563.jpg

ქეთა ჯოხაძე

დრამის ლაბორატორია ჩემთვის არის ადგილი, სადაც შემიძლია ასი პროცენტით ჩემი თავი ვიყო.

DSCF0603.jpg

სალომე ტაბატაძე

დრამა ლაბი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია. აქაურობა თითქოს მეორე სახლია ჩემთვის. ბედნიერი ვარ რომ დრამა ლაბში გადავწყვიტე მოსვლა და ასეთ კარგ ადამიანებთან გავიარე ეს სეზონი. ცოტა არ იყოს ძნელი იქნება მათთან განშორება, რადგან მათ თითქმის ყოველდღე ვნახულობდი. მართლაც რომ ბევრი რამ მასწავლა და დამამახსოვრა დრამა ლაბმა. ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები სახლში და ვფიქრობ რა იქნებოდა, რომ არ მოვსულიყავი. ვფიქრობ მოსაწყენი იქნებოდა ყველაფერი. ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს ადგილი და ხალხი უმაგრესია. მადლობა დრამა ლაბს, თვით ნანუკა მასს და ანოს.

DSCF0383.jpg

ბექა ქერდიკაშვილი

დრამის ლაბორატორია ჩემთვის არის სივრცე, სადაც კომპლექსები უკან იწევს და სრული თავისუფლებით გამოხატავ საკუთარ თავს.

ადგილი, სადაც შევიძინე ძალიან კარგი ხალხი.

დრამა ლაბი არის ჯანსაღი და სწორი აზრის სივრცე.

DSCF0064.jpg

თეკლა ჯაყელი

დრამა ლაბი ჩემთვის არის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის უწყვეტი პროცესი. დრამა ლაბი არის ახალი სიტყვა სამსახიობო ხელოვნებაში, რომელიც საშუალებას გაძლევს ისწავლო, განავითარო და აღმოაჩინო ის, რასაც სხვაგან ვერსად იპოვი. რაც ყველაზე მთავარია, აქ დაგხვდებათ: თბილი, მეგობრული და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალები, რომელთაგან ბევრს მიიღებ და ასევე ბევრს გასცემ. დრამა ლაბი ეს არის დიდი ოჯახი! ეს არის თერაპია, როცა შეგიძლია ბოლომდე გამოხატო ის, რასაც გრძნობ.მე ყველას ვურჩევ ლაბში მოსვლას, რადგან ეს არის ერთი დიდი თავგადასავალი, რომლისგან მიღებული სიამოვნება სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ!

DSCF0143.jpg

ანი ლეკიშვილი

დრამა ლაბი არის ჩემთვის აღმოჩენა და ეს ადგილი რომ არა, არ მეცოდინებოდა მე რას წარმოვადგენდი. ბედნიერებაა თქვენთან ყოფნა და ამ გენიალური ოსტატობის ხილვა. მადლობა ამ ცოდნისთვის და ამხელა გამოცდილებისთვის.

DSCF0510.jpg

ნინუცა ჯაფარიძე

დრამის ლაბორატორია არის ჩემთვის ერთი დიდი ოჯახი, სადაც თავს ვგრძნობ ბედნიერად და თავისუფლად.

bottom of page