DRAMA LAB
სეზონი X

ანასტასია ტომარაძე
დრამა ლაბი ჩემთვის არის ცალკე სამყარო, უსასრულო მდელო, სადაც სიყვარულია დათესილი. დრამა ლაბის არის მზე, რომელიც მასწავლებელია და ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ნათელი წერტილი. მე აქაურობამ მომიშინაურა და ადრე თუ მსახიობობა მხოლოდ ოცნებასთან ასოცირდებოდა, ახლა დრამა ლაბთან, რომელიც ჩემთვის არის კავშირი ჩემსა და ჩემს ოცნებას შორის. ამ ადგილმა მაპოვნინა ჩემი თავი.
სიტყვებით რთული ასახსნელია ჩემი ყველა ის გრძნობა, რასაც დრამა ლაბში ყოფნისას განვიცდი. ეს ადგილი აღმოჩენაა.
თქვენ მე ჩემი ოცნება შემაყვარეთ!
მიყვარხართ!

ელი ლეთოდიანი
დრამა ლაბი არის სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე თბილი ოჯახი. ადგილი, სადაც საკუთარ თავს აღმოაჩენ და უსაზღვრო შესაძლებლობებს იგრძნობ. სივრცე, სადაც გაქვს საშუალება ყველა გრძნობას თამამად მიუახლოვდე, აღმოაჩინო რაღაც განსაკუთრებული და დაწერო ისტორია, რომელიც შენამდე არავის დაუწერია. დრამა ლაბში გავიზარდე არამხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულად. აქ ნამდვილ ბედნიერებას იპოვი და გააღებ ყველა კარს, რომელიც აქამდე დახურული იყო. სამ სიტყვასთან ასოცირდება ჩემთვის დრამა ლაბი: თავისუფლება, ბედნიერება და აღმოჩენა.
უღრმესი მადლობა ნანუკას, რომელმაც შექმნა სიყვარულით სავსე სივრცე და ჩვენც ამ საოცრების ნაწილი გაგვხადა.
მიყვარხართ!

ლიზა ზღუდაძე
დრამა ლაბში მოვედი იმ იმედით, რომ ჩემს ახალ მხარეს აღმოვაჩენდი, მაგრამ სინამდვილეში ბევრად მეტი ვიპოვე: მეგობრები, საოცარი მენტორები და ულმობელად თბილი გარემო. დრამა ლაბი ამ სამ თვეში ჩემთვის მეორე სახლად იქცა - ადგილად, სადაც შევძელი ჩემი თავის უკეთ გამოხატვა და საკუთარ თავში იმ მხარეების პოვნა, რომელთა არსებობაც ადრე არც კი ვიცოდი.
დრამა ლაბი ჩემთვის არის ექსპერიმენტების, ფანტაზიისა და ულევი შემოქმედებითი ენერგიის სივრცე - ადგილი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს თუ მოინდომებ.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა მენტორს - თქვენი მხარდაჭერისა და ნდობის გარეშე ეს გზა ასე განსაკუთრებული არ იქნებოდა... და განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომ საკუთარ თავს დღეს დრამალაბელი შემიძლია ვუწოდო.

ნიკოლოზ ჭყოიძე
დრამა ლაბი ჩემთვის არის ადგილი, სადაც დრამა ცოცხლდება და გვაერთიანებს. ადგილი, სადაც თავისუფლად გამოვხატავ საკუთარ თავს და ღრმად შევიცნობ მას. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მთელ დრამალაბის გუნდს!

თეკლა ჯაყელი
დრამა ლაბი ჩემთვის არის სითბო, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება! დრამა ლაბი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც მეფობს სიკეთე, მეგობრობა და გულწრფელობა! ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან მივიღე უდიდესი გამოცდილება და გავერკვიე ჩემს თავში. მე ყველას ვურჩევ დრამა ლაბს, რადგან წინ დიდი და ბედნიერი თავგადასავალი ელოდებათ! აქ მიიღებთ დიდ სულიერ საზრდოს და თავს იგრძნობთ მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში.

ნინუცა ჯაფარიძე
დრამის ლაბორატორია - ეს თვითშემეცნებისა და თავდაჯერებულობის კურსია. დრამა ლაბი დამეხმარა თვითგამოხატვაში, სხვებთან კომუნიკაციასა და ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლაში. ამ ადგილმა მასწავლა არამხოლოდ მსახიობის ტექნიკური მხარე, არამედ მოსმენა და დაკვირვება. დრამა ლაბი არის სივრცე, სადაც შემიძლია გავიზარდო როგორც პიროვნულად, ასევე შემოქმედებითად. აქ გავიხსენი და საკუთარი თავი ვიპოვე. დრამა ლაბი ერთი დიდი ოჯახია.

ანასტასია ზღუდაძე
ჩემთვის დრამა ლაბი არის სივრცე, სადაც მე ყოველდღე ვიხვეწები და შევიცნობ ჩემ თავს. იმის მიუხედავად, რომ მე დრამა ლაბში პირველად მოვედი წელს, საოცრად ბევრი მოგონება დავაგროვე. ასევე შევხვდი ადამიანებს, ვინც ჩემი დღეები გაახალისეს და საინტერესო გახადეს.
დრამა ლაბი ის სივრცეა, სადაც შევხვდი არამხოლოდ ჩემს ჯგუფელებს, არამედ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს, ჩვენს გვერდით იყვნენ და გვამხნევებდნენ.
მინდა ჩემს ჯგუფელებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც ყოველი ეტიუდის შემდეგ თავიანთ აზრს მიზიარებდნენ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანუკას, რომელმაც ეს სივრცე თავის შემეცნების და ზრდის ადგილი გახადა და საუკეთესო რჩევები მომცა. მადლობა ყველას, ვინც დრამა ლაბში ყოფნის დროს თავი სახლში მაგრძნობინა.

მარიამ ედელაშვილი
დრამა ლაბი ჩემთვის არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც შეგიძლია შენი თავი სიღრმისეულად გაიცნო. აქ ყველაზე თბილი გარემოა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია შენი თავის მაქსიმუმი გააკეთო, გამოხატო. ძალიან მიყვარს აქ გატარებული თითოეული წამი, წუთი და საათი. ვთვლი, ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლია იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ.
დიდი მადლობა დრამა ლაბს, რომ სამი თვის განმავლობაში გააფერადა არაფრით გამორჩეული, მოსაწყენი დღეები. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ აქ თავს ნამდვილად კომფორტულად ვგრძნობ. აქ გავიცანი ადამიანები, რომლებთან მეგობრობაც ძალიან საამაყოა.
დრამა ლაბში სიყვარულია დათესილი, რომელიც ლამაზი ხესავით იზრდება..
უსაზღვროა ჩემი სიყვარული დრამა ლაბის მიმართ.

მარიამ პიროგოვა
დრამა ლაბი ჩემთვის ყველაზე ლამაზი კარია, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპებს გიხსნის. ლაბში იწყება თავისუფლება, სიყვარული, შემოქმედება, ხელოვნება და შინაგანი ჰარმონია.
თავისუფლება იწყება აქ თავისი ყველაზე ლამაზი გამოხატულებებით.

ლილე ონიანი
დრამა ლაბი ჩემთვის არის უსაფრთხო სივრცე, სადაც ხმას ვაძლევ იმ გრძნობებს, რომლებიც ხშირად ყოველდღიურობაში ჩუმად რჩება.
აქ იბადება რაღაც ახალი და გენიალური და ემოცია გარდაიქმნება ხელოვნებად.