DRAMA LAB
სეზონი XI

ნინია ჯაში
დრამა ლაბი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს. მიხარია ყოველი ლექცია. დრამა ლაბმა შემაყვარა ორშაბათი... ამ ადგილმა მასწავლა თავის კონტროლი, ემოციების მართვა, მასწავლა ცუდის და კარგის გარჩევა... გამაცნო გასაოცარი ადამიანები... გამაჩენინა ჩემთვის უახლოესი მეგობრები... მთელი სულით და გულით მიყვარს აქ სიარული.
ლაბი ისეთი ადგილია, სადაც შეგიძლია შენი ყველა ემოცია, დაგროვილი ბრაზი გამოუშვა და თან იცი, რომ არავინ არ გაგკიცხავს.
დრამა ლაბი ყველასთვისაა! გული მწყდება, რომ ეს სეზონი დამთავრდა.. მინდა, რომ ყოველდღე აქ დავდიოდე.. ყოველდღე ვხედავდე ამ გასაოცარ ადამიანებს. ლაბი ჩემთვის განტვირთვის ადგილია.. ამ ადგილმა დამანახა, თუ რამდენი ფერის მატარებელი ადამიანი ვყოფილვარ.
მიყვარს აქაურობა!
მიყვარხართ!

ლიკუნა სტურუა
DramaLab ჩემთვის და მგონი ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც შემოდგა აქ ფეხი, არის ძალიან საყვარელი და განსაკუთრებული ადგილი. ადგილი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ცოტახნით მაინც დაგვაახლოვოს საერთო ოცნებას, და რაც ყველაზე მთავარია, დაგვაჯეროს, რომ ეს ოცნება შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ.
მეორე სეზონია ჩემთვის დრამალაბში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ შეძენილი ემოციები და ინფორმაცია "სცენის" გარეთ არანაკლებ გამოსადეგია.
აქ გაცნობილ ხალხთან სხვა ურთიერთობა და სიმშვიდე გაკავშირებს...
აქ მიღებული ცოდნა და ჩამოყალიბებული გემოვნება კი, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, ნებისმიერ საქმეში გამოყენებადია.
დიდი დიდი მადლობა დრამალაბს ყველაფრისთვის!

ანასტასია ტომარაძე
დრამა ლაბი არის ადგილი, სადაც საოცრებები ხდება და ყველა ოცნება რეალობად იქცევა. ლაბი არის კარი, რომელსაც შეაღებ და აღმოაჩენ შენს შესაძლებლობებს ყველაზე ლამაზ, თბილ და სიყვარულით სავსე გარემოში. ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარს და ვაფასებ. ლაბის დამსახურებაა, რომ მე ჩემი თავი ვიპოვე და მომავალი დავუკავშირე ამ პროფესიას, რომელიც პროფესიაზე ბევრად მეტია. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მე ჩემს საქმეს სიყვარულით გავაკეთებ, რაც ლაბის დამსახურებაა. აქ გადავდგი მე პირველი ნაბიჯი, აქ გავიზარდე და ერთი წლის განმავლობაში საოცარი წუთები გავატარე. სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი მადლიერი ვარ ამ ადგილის.
დრამალაბი გამზადებს ცხოვრებისთვის!
მიყვარხართ ყველანი და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
მიყვარხართ!

მარიამ მამუჩიშვილი
დრამა ლაბი ჩემთვის არის ცალკე სამყარო, უსასრულო მდელო, სადაც სიყვარულია დათესილი. დრამა ლაბის არის მზე, რომელიც მასწავლებელია და ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ნათელი წერტილი. მე აქაურობამ მომიშინაურა და ადრე თუ მსახიობობა მხოლოდ ოცნებასთან ასოცირდებოდა, ახლა დრამა ლაბთან, რომელიც ჩემთვის არის კავშირი ჩემსა და ჩემს ოცნებას შორის. ამ ადგილმა მაპოვნინა ჩემი თავი.
სიტყვებით რთული ასახსნელია ჩემი ყველა ის გრძნობა, რასაც დრამა ლაბში ყოფნისას განვიცდი. ეს ადგილი აღმოჩენაა.
თქვენ მე ჩემი ოცნება შემაყვარეთ!
მიყვარხართ!

ბარბარე ბოჭორიშვილი

ლილე ონიანი
დრამა ლაბი ჩემთვის არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო გიჟი, სულიერი...
ამ უსულო, რობოტებით სავსე სამყაროში, სადაც ყველა ემოცია და ჟესტი უნდა აკტროლო, ლაბი საუკეთესო ადგილია.
ეს სივრცე ჩემს ცხოვრებაში დამღლელი, ერთფეროვანი და მონოტონური ცხოვრებიდან თავდასაღწევად საუკეთესო საშუალებაა...
ადგილი, სადაც ჩარჩოებისა და დაწესებული ლიმიტების გარეშე ვარ ნამდვილი ჩემი თავი.

მარიამ ედელაშვილი